ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

კიბერუსაფრთხოების ფესტივალი საქართველოს უნივერსიტეტში
17 May 2017

19 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს საქართველოს სტუდენტთა კიბერუსაფრთხოების ფესტივალს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად ტარდება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სტუდენტური ფესტივალი. მასში მონაწილეობას იღებს ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი - ახალგაზრდობა, ასევე, საჯარო და კერძო სექტორი.

ფესტივალის მიმართულებებია:

• კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, პოლიტიკა და განვითარება;
• კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები. ჰიბრიდული ომები;
• კიბერუსაფრთხოება და საქართველო;
• კიბერსივრცის სამართლებრივი ასპექტები. კიბერდანაშაულებები;
• კიბერსივრცის ტექნიკური მიმართულებები;
• კიბერუსაფრთხოების ელემენტები ბიზნესში;
• და სხვა თემასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აგრეთვე აკადემიური წრეები და ტექნიკური საზოგადოება.

დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის. დასწრება, მიმართულებებიდან და შინაარსიდან გამომდინარე განსაკუთრებით სასარგებლო იქნება შემდეგი სფეროებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის:

• იურიდიული და სამართალმცოდნეობა;
• საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია;
• ინფორმაციული ტექნოლოგიები/ინჟინერია.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“ http://indein.net/.

იხილეთ დღის განრიგი: http://cfgs.ge/docs/dgiswesrigi.pdf

თარიღი: 19.05.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მისამართი კოსტავას 77ა, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 10:00 სთ - 18:00 სთ

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი